მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: „მარტში ეკონომიკის 4%-იანი ზრდა ჩვენს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებს“

608aa8f968c3e
BM.GE
29.04.21 16:34
915
"4-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა მარტის თვეში არის იმის დასტური, რომ დაბალანსებული მიდგომა, რასაც ჩვენ ვიჩენთ, არის გამართლებული - ქვეყანაში ცალსახად მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პანდემიის მესამე ტალღის პროცესში ვიმყოფებით და პანდემია არ არის დამარცხებული“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში პანდემიით გამოწვეული რეცესიის ერთწლიანი პერიოდის შემდგომ, ეკონომიკური აქტივობის დონის რეალური ცვლილების მაჩვენებელი პირველად არის დადებითი და 4.0 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

ნათია თურნავას თქმით, მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო მაღალი იქნება.

„მომავალში ველოდებით, რომ ზრდის ტემპი უფრო მეტად ამაღლდება. ჩვენ ვახერხებთ, რომ დარგები აღდგეს, ტურიზმიც ნელ-ნელა ვითარდება, კვლავ აღდგენისკენ მიდის და ეს გვაძლევს იმედს, რომ წლის ბოლომდე გვექნება საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

აქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.0% შეადგინა, ხოლო I კვარტალის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით შემცირდა. ამ შემცირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იანვარში 11.5%-იანი ვარდნა იყო. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს პირველი წერტილოვანი შეზღუდვები და ეკონომიკის ჩაკეტვის პროცესი სწორედ მარტში დაიწყო და ეკონომიკის შემცირების პირველი შემთხვევაც მარტში დაფიქსირდა(-2.7% - მშპ).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები