მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: მოსახლეობას შუეძლია, მშვიდად იყოს, ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფები მართვადია

5e09debc8201c
დავით ჯალაღონია
30.12.19 15:24
1165
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები მართვადია და მოსახლეობას შეუძლია, მშვიდად იყოს. ამის შესახებ თურნავამ ჟურნალისტებს, ენერგეტიკის სექტორში 2019 წლის მიღწევების შეჯამებისას განუცხადა.

"ჩვენ წელს მოვახერხეთ და დავიწყეთ ძალიან რთული, მაგრამ შედეგიანი ენერგეტიკული რეფორმა, გავხსენით ენერგეტიკული ბაზარი. კონკურენტული გარემო შევქმენით, მოვახერხეთ და გადავტეხეთ ის გამოწვევები, რაც ჰიდროსადგურების მშენებლობასთან იყო დაკავშირებული და უკვე 25-მდე ახალი მცირე სადგურის პროექტი იწყება. ასეთი დიდი ისტორიული პროექტი, როგორიც არის "ნამახვანი ჰესი", მიიღებს სამშენებლო ნებართვას და ა.შ.

რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები იყოს სტაბილური და თქვენ ხედავთ ამ ფონზე სემეკ–ის გადაწყვეტილებებს – უახლოესი სამი წელი ჩვენ პრობლემა არ გვექნება ამ მიმართულებით, მოსახლეობას შუეძლია, მშვიდად იყოს, ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფები მართვადია", – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.