მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავას პასუხი ხუნდაძეს, რომელიც ფიქრობს, რომ მცხეთას ინვესტორებისთვის "ბოქლომი ადევს"

5dfd00f2ca4f8
დავით ჯალაღონია
20.12.19 21:11
1152
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატის ფარგლებში, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის კითხვას უპასუხა, რომლის მიხედვით, მცხეთაში, გენგეგმის მიღების გაჭიანურებული პროცესის გამო, ინვესტორებს მუშაობის საშუალება არ ეძლევა.

"რაც შეეხება გენგეგმებს, ეს დროსთან არის დაკავშირებული და ინვესტორებში წუხილს იწვევს, მაგრამ მერწმუნეთ, ინვესტორებს ურჩევნიათ, ჩადონ თანხები ისეთ ადგილებში და რეგიონებში, სადაც გეგმა არსებობს. წყალტუბოს მაგალითი მოვიშველიოთ – როგორც კი დაიწყო მუშაობა გეგმაზე და სისტემური მიდგომა გამოჩნდა, ინტერესიც ჯერადობით გაიზარდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მცხეთასთან მიმართებაშიც იგივე მოხდება", – განაცხადა მინისტრმა.