მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შეძენა 4 სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი - ჯანდაცვის სამინისტრო

6241a1e1ad3a5
ალა ისპირიანი
28.03.22 16:01
1599

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შეძენა ოთხ დიდ სააფთიაქო ქსელში - „ფარმადეპოში“, „ავერსში“, „PSP“-ში და „იმპექსშია" შესაძლებელი.

მათივე განმარტებით, ერთი მედიკამენტის - „ქსარელტოს“ შეძენა „GPC”-ის და „ფარმსახლის“ მთელ ქსელშია ხელმისაწვდომი.

„თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 50-მდე დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული. პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივად იზრდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, პრეპარატების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიკამენტების ჩამონათვალსა და აფთიაქების მისამართებს, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი გაეცნობით ამ ბმულზე.