მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს

6060e3bddbda8
ელენე გოგბერაშვილი
29.03.21 00:12
15200
საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფატმა სერენ იაზგანი ნამახვანჰესის პროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ცნობილია, ჰესის ტერიტორიაზე, რიონის ხეობის მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფმა, ვინც იქ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგება, თავდაპირველად ჯვარი აღმართა და ასე გააპროტესტა თურქული კომპანია ENKA-ს მიერ წინამოსამზადებელი სამუშაოების დაწყება.

თურქეთის ელჩი „ფორმულას“ ეთერში ამბობს, რომ საუბარია 800 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე, რაც იმის დემონსტრირებაა, რომ თურქი ინვესტორები საქართველოს ენდობიან.

დიპლომატი აღნიშნავს, რომ მისთვის მოულოდნელი და შემაშფოთებელი იყო პროტესტანტების მხრიდან თურქოფობიური გამონათქვამები და მშენებლობის ადგილას პროტესტის გამოსახატად რელიგიური სიმბოლოს გამოყენება.

„მე პატივს ვცემ ქართულ კულტურას. ქართული მართლმადიდებლური რწმენა გახლავთ განუყოფელი ნაწილი ქართული იდენტობის, თუმცა როცა ჯვარი აღიმართება სამშენებლო უბანზე და ვამბობთ, რომ არ გვინდა თურქული კომპანია საქართველოში, მე ეჭვები აღმიძრა, ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც მე ვიცნობ“-ამბობს ფატმა სერენ იაზგანი.

ელჩი ამბობს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც შეშფოთებას გამოხატავენ გარემოსდაცვასთან დაკავშირებით, თუმცა დიპლომატის დაკვირვებით, რასაც ის განცხადებებში და სოციალურ ქსელებში ხედავს, ხდება ფაქტებით მანიპულაციები.

„მოვუწოდებ კომპანიას, ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს. თუ არსებობს შეშფოთების საგანი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, უნდა მოგვარდეს სამეცნიერო გზებით. ჩემი სამუშაო, როგორც ელჩის არის თურქი ინვესტორების დაცვა და თქვენი დარწმუნება, რომ მათ არ აქვთ დამაზინებელი გეგმები.

როცა ვსაუბრობთ რელიგიურ ნარატივზე, მაგალითად ეს რომ ყოფილიყო ისრაელის, იტალიის კომპანია,ვინმე ჯვარს აღმართავდა? არ ვიცი ამიტომაც მინდა ვკითხო ადამაინებს, რატომ შემოგაქვთ რელიგიური სიმბოლო?“ - სვამს კითხვას დიპლომატი.