მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაინტერესებს, რატომ გაჩერდა ნამახვანჰესის პროექტი, რა იყო ამის რეალური მიზეზი?“ - თამაზ დაუშვილი

63ca46ffdcda9
თინათინ ნატმელაძე
20.01.23 11:50
2222
კომპანია „დიოს“ მმართველმა პარტნიორმა თამაზ დაუშვილმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ქვეყნის ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი რეგიონული განვითარებაა.

„თბილისში რაღაცები ვითარდება, შენდება, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა სხვა რეგიონებში, არ ხდება განვითარება რეგიონებში, რომელიც უფრო მეტად იმოქმედებდა ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე.

სამწუხაროდ, ეს გლობალური პრობლემაა და არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია, ქუთაისის საკითხი რომ ავიღოთ, ქალაქის განვითარება პრაქტიკულად შეჩერებულია, ეს პირადად ჩვენზეც აისახება, ვინაიდან ქალაქის მოსახლეობა პერსპექტივას ვეღარ ხედავს, ჩვნენი კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ითხოვა, იქნებ თბილისში გადმომიყვანოთო.

ის პროექტები, რაც არსებობს, აუცილებლად უნდა განხორციელდეს, ეს იქნება პორტის მშენებლობა, ჰესები, ანაკლიის განვითარება, ქუთაისის განვითარება თუ სხვა. ამ ეტაპზე საქართველოში მეგა-პროექტები აღარ ხორციელდება, ეს კი ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველად გვაქცევდა“, - განაცხადა თამაზ დაუშვილმა.

მისივე ცნობით, რეგიონებში შეჩერებული მეგა-პროექტების კონტროლი ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის პასუხისმგებლობაა.

„ბიზნეს ომბუდსმენის საქმე უნდა იყოს, რომ რაიმე ფორმით ხომ არ ხდება ბიზნესისთვის ხელის შეშლა, რაიმე კონკრეტული ფაქტორები ხომ არ არის, რომელიც კონკრეტულ ჯგუფს ხელს უშლის, მე მაგალითად, ძალიან მაინტერესებს ნამახვანჰესის საკითხი, რომელიც იყო ძალიან დიდი პროექტი, რატომ გაჩერდა, რა იყო რეალური მიზეზი“, - ამბობს „დიოს“ მმართველი პარტნიორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები