მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში, სადაც პრობლემა ექმნება ევროპულ პერსპექტივას, სრულად იცვლება ბიზნესისა და ეკონომიკის სტრუქტურა - ბიზნესმენი

თამაზ დაუშვილი

„დიოს“ მმართველი პარტნიორის, თამაზ დაუშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ რუსულ კანონთან დაკავშირებით დასავლეთის რეკომენდაციები და მოწოდებები უნდა გაითვალისწინოს.

როგორც დაუშვილმა BMG-ის განუცხადა, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებულ მოვლენებს უარყოფითი გავლენა აქვს ბიზნესგარემოზეც და თუკი არსებული გამოწვევები არ გადაიჭრება, არსებობს რისკი, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აღარ შემოვიდეს.

„არსებობს საფრთხე, რომ საქართველოში ბიზნესკლიმატს სერიოზული პრობლემები შეექმნას, ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემა იქნება ინვესტორებისთვის. ამიტომ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. შესაბამისად, ყველა გზა უნდა იყოს განხილული, როგორც ამ კანონის უკან გაწვევა, ასევე შესაძლებლობა, რომ ის ევროკავშირის და დასავლეთის სტანდარტებთან მოვიდეს თანხვედრაში. სხვა შემთხვევაში საქართველოს ბიზნესკლიმატს სერიოზული პრობლემები შეექმნება. კერძოდ, ის, რომ ინვესტიციები აღარ შემოვა და შესაძლოა, არსებულმა კომპანიებმაც უარი თქვან ოპერირებაზე. ქვეყანაში, სადაც პრობლემა ექმნება ევროპულ პერსპექტივას, იქ სრულად იცვლება ბიზნესისა და ეკონომიკის სტრუქტურა და ამის დაშვება ისტორიული შეცდომა იქნება“, - განაცხადა თამაზ დაუშვილმა.

ცნობისთვის, ბიზნესსექტორის ნაწილი აცხადებს, რომ ე.წ რუსული კანონის მიღების გამო საქართველოში ბიზნესის აქტივობა შეფერხებულია. BDO-ს მმართველი პარტნიორის, ზურაბ ლალაზაშვილის განცხადებით, ინვესტორების ნაწილმა ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე კონკრეტული პროექტების გაჩერების შესახებ უკვე განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები