მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს მარწყვზე საშუალო საექსპორტო ფასი სამჯერ გაიზარდა - რა რაოდენობის მარწყვი გაყიდა საქართველომ?

64b24be32d4d1
თამთა ჯიჯავაძე
15.07.23 12:27
1024
2023 წლის პირველ ხუთ თვეში, საქართველოდან 200.9 ტონა ცოცხალი მარწყვის ექსპორტი განხორციელდა, რამაც თანხაში 276 000 აშშ დოლარი შეადგინა. იანვარ-მაისის მონაცემებით, ქართული მარწყვის უმსხვილესი იმპორტიორი სომხეთია. მეორე ადგილზე კი, რუსეთი მცირე წილით (16.53 ტონა).

როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კენკროვანების სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული, პანდემიის შემდეგ, საშუალო წლიური საექსპორტო ფასი მარწყვზე სამჯერ გაიზარდა და 2023 წელს ერთ კილოგრამზე 1.38$ შეადგინა, მაშინ როცა 2022 წელს - $1.31 იყო, 2021 წელს - $1.43, ხოლო 2020 წელს $0.44.

რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ 2023 წლის იანვარ-მაისის პერიოდში 2900 ტონაზე მეტი მარწყვის იმპორტი განახორციელა და მთავარი და ერთადერთი საიმპორტო ბაზარი თურქეთია.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით, კენკროვანებს შორის ყველაზე დიდი მოცულობით მარწყვი იწარმოება. გლობალურად, მარწყვის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ჩინეთია, რომელზეც მთლიანი მსოფლიოს წარმოების 37% მოდის, მას მოჰყვება აშშ - 13%-ით, თურქეთი - 7%-ით, მექსიკა 6%-ით და ეგვიპტე - 5%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები