მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ისკენდერუნის პორტში ხანძარია, რის გამოც ტვირთების გადამისამართება გახდა საჭირო

63e261cd236b7
თამთა ჯიჯავაძე
07.02.23 18:37
3529
თურქეთში გუშინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ჰატაის პროვინციაში მდებარე ისკენდერუნის პორტში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პორტში ხანძარი მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთი კონტეინერის ჩამოვარდნას მოჰყვა. ცეცხლი მალევე გავრცელდა და ასობით კონტეინერს მოედო.

„ხანძარმა მნიშვნელოვანი ზარალი მოგვაყენა ლოგისტიკის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის თავლსაზრისით“, - განაცხადეს საკონტეინერო კომპანია Maersk-ის ერთ-ერთ განყოფილებაში.

მნიშვნელოვანი ზიანის გამო, პორტის მუშაობა შეფერხდა, რის გამოც კომპანიამ ტვირთების სხვა პორტებში გადამისამართების შესახებ განაცხადა.

ცნობისთვის, ქალაქი ისკენდერუნი ერთ-ერთი მთავარი საკონტეინერო ჰაბია თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებზე.