მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის მიერ გამოყოფილი 100 მლნ ლირის გრანტი მარნეულის აეროდრომის მოდერნიზებასაც მოიცავს

601fe2f88d4fa
შოთა ტყეშელაშვილი
07.02.21 16:34
4262
თურქეთმა 2020 წელს საქართველოს სამხედრო დახმარების სახით 100 მილიონი ლირის მოცულობის გრანტი გამოუყო, რომლის ერთ-ერთი მიზანიც მარნეულში მდებარე სამხედრო აეროპორტის რეაბილიტაციაა. ეს დახმარება დღევანდელი კურსით 46.9 მილიონ ლარს შეადგენს. 

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის 2020 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ თანხების ათვისება მომდევნო 5 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს და მის ფარგლებში საქართველო თურქული წარმოების აღჭურვილობას მიიღებს, ამასთან ერთად დაგეგმილია მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაცია.

"შეთანხმება განსაზღვრავს საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის საფუძველზე 100 000 000 (ასი მილიონი) თურქული ლირის აშშ დოლარში ეკვივალენტის (დაახლოებით 17 500 000) მიწოდების პრინციპებს. შეთანხმების თანახმად, გამოყოფილი სახსრებით სამხედრო მიზნებისათვის შეძენილი უნდა იქნეს საქონელი და მომსახურება, სასურველია – თურქეთში მოქმედი ადგილობრივი ფირმებისა და კომპანიებისაგან, ასევე უნდა განხორციელდეს მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაცია, ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის შესაბამისად.

ქართულმა მხარემ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას წერილობით უნდა აცნობოს პრიორიტეტული პროექტის შესახებ, რაც უნდა მოიცავდეს საქონლის სპეციფიკაციებს, ტიპსა და ოდენობას. პასუხად თურქულმა მხარემ მას უნდა აცნობოს, რა თანხა იქნება ხელმისაწვდომი 100 000 000 თურქული ლირიდან. თანხა ათვისებული უნდა იქნეს კონკრეტული პროექტებისათვის მისი გამოყოფიდან 5 წლის განმავლობაში,"- ნათქვამია თავდაცვის კომიტეტის ანგარიშში. 

სამხედრო თანამშრომლობის სფეროში არსებული გრანტის ფარგლებში, 2020 წლის 27 ნოემბერს თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 35 ავტობუსი და 12 ერთეული დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი გადასცა.