მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა 2021 წლის პირველ შვიდ თვეში 10 მლნ-ზე მეტ ტურისტს უმასპინძლა

612c7c1b37ba9
თამთა ჯიჯავაძე
30.08.21 20:30
689
თურქეთმა 2021 წლის პირველ შვიდ თვეში 10.88 მლნ ტურისტს უმასპინძლა. ამის შესახებ თურქული მედია ქვეყნის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს.

მხოლოდ ივლისში ქვეყანას 4.36 მლნ ტურისტი სტუმრობდა, რაც 2020 წელთან შედარებით 367%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 86%-ით ნაკლები.

როგორც თურქული მედიის მიერ გავრცელებული სტატისტიკიდან ირკვევა, მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში სტამბოლი საერთაშორისო ტურისტების მიერ ყველაზე მეტად მონახულებადი ქალაქი გახდა, აღნიშნულ ქალაქზე ვიზიტორების 38.2% მოდის, რაც 3.85 მლნ ადამიანს შეადგენს.

მეორე ადგილას ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქალაქი ანტალიაა, რომელსაც 2021 წლის იანვარ-ივლისში 3.26 მლნ ადამიანი ეწვია, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ქალაქ ედირნეს, რომელიც ბულგარეთისა და საბერძნეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს 1.22 მლნ უცხოელი ტურისტი სტუმრობდა.

რაც შეეხება ქვეყნების რეიტინგს, საიდანაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ თურქეთს, პირველ ადგილას რუსეთია 15.41%-ით, მეორეზე გერმანია - 12.5%-ით, მას მოჰყვება უკრაინა (11.08%), ბულგარეთი (4.85%) და ირანი (4.3%).

ცნობისთვის: 2020 წელს თურქეთს 12.7 მლნ უცხოელი ეწვია.