მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა რუსეთს სანქცირებული პროდუქციის პარალელური იმპორტი შეუზღუდა

640ed92549d2e
გიორგი თოლორდავა
13.03.23 12:07
971
თურქეთის მთავრობამ რუსეთს სანქცირებული პროდუქციის პარალელური იმპორტი შეუზღუდა. მიმდინარე კვირიდან თურქეთის საბაჟო აღარ გაატარებს ისეთ პროდუქციას, რომელიც დასავლეთის მიერ სანქცირებულია.

შეზღუდვა ძირითადად ფუფუნების საგნებსა და ელექტრონულ მოწყობილობებზე ვრცელდება, რომლის იმპორტიც გასულ წელს თურქეთის გავლით რეკორდულად გაიზარდა.

თურქეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი დასავლეთის, კერძოდ, NATO-ს წევრი სახელმწიფოების დაჟინებული მოთხოვნა და მოწოდებებია.

პარალელური იმპორტის სტრატეგია რუსეთის ფედერაციამ დასავლეთის მიერ სანქციების ამოქმედების შემდეგ გააქტიურდა და ის ქვეყანაში პროდუქციის შეტანას სხვა სახელმწიფოების გავლით ითვალისწინებს. ამ სქემაში აქტიურად არიან ჩართული ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, რომელთაც რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკურ-პოლიტიკური კავშირები აქვთ.