მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა რუსული ნავთობის გადამზიდ ტანკერებს სანქციები დაუწესა

ტანკერი

დიდი შვიდეულის მიერ განსაზღვრულ საფასო ლიმიტზე ძვირად შეძენილი რუსული ნავთობის გადაზიდვის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საზღვაო ტანკერების ოპერატორ კომპანიებს სანქციები დაუწესა.

შეზღუდვები შეეხოთ თურქეთში და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულ კომპანიებს, Pearl Navigation-სა და Lumber Marine-ს. მათ ბრალად ედებათ 75-80 დოლარის საფასო დიაპაზონში შეძენილი რუსული ნავთობის გადაზიდვა, რაც G7-ის სანქციების რეჟიმით აკრძალულია.

რეალურად, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა 60-დოლარიანი ლიმიტის დარღვევის ბრალდებით აშშ-ის მთავრობა გადამზიდ კომპანიებს ასანქცირებს. ექსპერტების შეფასებით, სამართლებრივ ჭრილში, ამ მოვლენას პრეცედენტული გავლენა ექნება. პოლიტიკურად კი ეს წარმოადგენს მკაფიო განაცხადს, რომ ამერიკის მთავრობა სანქციების უგულებელყოფას არ დაუშვებს.

თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკა აქტიურად ახორციელებს სანქციების აღსრულების პროცესის მონიტორინგს და არცერთი აქტორი დაუსჯელი არ დარჩება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დაარღვევს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ საერთაშორისო გადამზიდ, ლოგისტიკურ და სადაზღვევო კომპანიებს მხოლოდ 60-დოლარიან საფასო ლიმიტზე იაფად შეძენილი რუსული ნავთობის მომსახურების უფლება აქვთ, სხვა შემთხვევაში ქმედება G7-ის სანქციების დარღვევად ითვლება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები