მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2300-ს გადააჭარბა

63e1136312e16
თამთა ჯიჯავაძე
06.02.23 18:45
1429
თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2300-ს გადააჭარბა. 

მათ შორის 1500 თურქეთშია გარდაცვლილი, ხოლო დაახლოებით 800 - სირიაში.

თურქეთში 7.8 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები დღეს სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მოხდა. დაზარალებულია 10 ქალაქი. განადგურებულია ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი. ადამიანების ნაწილი ნანგრევებშია მოყოლილი.

სტიქიის ზონებში სამაშველო სამუშოები მიმდინარეობს.

დახმარების მიზნით სამაშველო ჯგუფი საქართველომაც გაგზავნა.