მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში შესვლისთვის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის ცნობის წარდგენის ვალდებულება 15 აპრილამდე გაგრძელდება

60429188ab1a7
თამთა ჯიჯავაძე
06.03.21 09:40
553
თურქული მხარის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შემომავალი უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის ვალდებულება გაგრძელდება 2021 წლის 15 აპრილამდე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საელჩო ავრცელებს.

"ახალი რეგულაციების შესახებ, საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:
1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08", - წერს საელჩო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსაც მსგავსი რეგულაცია აქვს თურქეთის მოქალაქეებისა და რეზიდენტი პირებისთვის. მათ საქართველოში შემოსვლისთვის უნდა წარადგინონ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი.