მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თვითგადარჩენისთვის ვმუშაობთ” - ოქროს რეალიზატორები მოთხოვნის შემცირებაზე საუბრობენ

5fb2b6bded6fe
ანუკა ჯოხაძე
16.11.20 22:40
902
“თვითგადარჩენისთვის ვმუშაობთ” - ოქროს რეალიზატორები მოთხოვნის შემცირებაზე საუბრობენ. როგორც ოქროს ბირჟის ერთ-ერთი მოვაჭრე სოსო მაზმიშვილი ამბობს, აგვისტოს შემდეგ ფასები არ შეცვლილა და იმ დონეზეა შენარჩუნებული, რა ნიშნულამდეც პანდემიის პერიოდში გაიზარდა. თუმცა, მოთხოვნა შემცირებულია. მაზმიშვილის თქმით, ამ მიმართულებით კლება 80%-იანია.

“გასულ წელთან შედარებით ფასებს შორის განსხვავება არის. გასულ წელს მაგალითად 585 სინჯის ოქრო 1 გრამი თუ ღირდა 75-85 ლარამდე, წელს გაცილებით მომატებულია და 110-115 ლარი ღირს. იქამდე სანამ საქართველოში ტურიზმი არსებობდა, რეალიზაცია გვქონდა ძალიან კარგი, რომ შევადაროთ 80%-ით არის რეალიზაცია შემცირებული, ანუ ადამიანი თუ მანამდე ყიდდა ორ ნივთს 1 დღეში, დღეს 5 დღის განმავლობაში ყიდის იგივე რაოდენობას. ძალიან დიდი დანაკარგი გვაქვს, მე მაგალითად ვიცი, რომ 70% ოქროს ბირჟაზე თვითგადარჩენისთვის მუშაობს", – ამბობს სოსო მაზმიშვილი, ოქროს რეალიზატორი.