მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თხილის ექსპორტი მოლდოვასა და უკრაინაში გაიზრდება“ - მერაბ ჭითანავა

63341be5a6da9
თათია კაკიაშვილი
03.10.22 10:00
731
“აზერბაიჯანი თხილის ერთერთი უმსხვილესი მწარმოებელია, შესაბამისად, საქართველოდან თხილის ექსპორტი აზერბაიჯანში არ წარმოადგენს ჩვენთვის საინტერესო ბიზნესმიმართულებას,“ - ამის შესახებ BMG-ის საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მერაბ ჭითანავამ განუცხადა. ამ განცხადებით ჭითანავა სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას გამოეხმაურა, რომელიც ამ ქვეყნებს შორის კუმულაციური პრინციპის საფუძველზე თავისუფალ ვაჭრობას ითვალისწინებს. კერძოდ, ის საშუალებას აძლევს სუამ-ის წევრ ქვეყნებს, გამოიყენონ ერთმანეთის ნედლეული, რის შედეგადაც პროდუქტს მიენიჭება იმ ქვეყანაში წარმოშობის სტატუსი, სადაც საბოლოო სახე მიიღო.

„რაც შეეხება მოლდოვასა და უკრაინას, მიუხედავად უკრაინის რთული სიტუაციისა და საომარი მოქმედებებისა, ჩვენ ექსპორტს ვახორციელებთ, იმედი გვაქვს, რომ მომავალში ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა და უკეთესი შესაძლებლობები გვექნება. ასევე, მოლდოვაშიც - გადის რაღაც რაოდენობის პროდუქცია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დიდი ბაზარია ჩვენთვის. ბუნებრივია, თხილის სექტორისთვის ყველა ფორმით ხელშეწყობა იმის, რომ სხვა ბაზრებზე შესვლის პროცედურა იყოს გამარტივებული, იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩვენმა რეგიონმა და სექტორმა დამატებითი შემოსავალი მიიღოს და სხვადასხვა ქვეყანასი ჩვენი პორტფელის დივერსიფიცირება მოხდეს,” - განაცხადა მერაბ ჭითანავამ.

ჭითანავა სუამ-ის წევრ ქვეყნებში თხილის საექსპორტო მოცულობას ჯერ ვერ აკონტრეტებს, თუმცა ამბობს, რომ გასულ წლებში ჩვენი ქვეყნიდან მოლდოვასა და უკრაინაში ჯამურად 3000 ტონა თხილის ექსპორტი ხორციელდებოდა.

„ვფიქრობ, რომ ეს რაოდენობა მომავალში აუცილებლად გაიზრდება,” - დასძინა მერაბ ჭითანავამ.

შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს სუამ-ის გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის მინისტერიალზე ხელი მოეწერა ოქმს სუამ-ის ფარგლებში საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესის შესახებ.