მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის სუბსიდირების ორი მიზეზი - ოთარ შამუგია განმარტებას აკეთებს

635f80c01ac6e
ვიქტორია მღებრიშვილი
31.10.22 11:52
690
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მთავრობის მიერ თხილის სუბსიდირების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ ეს პირველ რიგში, ის კლიმატური ფაქტორებია, რომლის გამო, მიმდინარე წელს მეწარმეებს მოსავლიანობისა და ხარისხის კუთხით პრობლემები შეექმნათ. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა სუბსიდირების ამოქმედების მეორე მიზეზიც დაასახელა.

„2017 წელს აზიური ფაროსანას გამოჩენამ, თხილის კულტურაში მოსავლიანობისა და ხარისხის კუთხით გარკვეული პრობლემები შექმნა, რის გამოც მოსავლიანობა და ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო და 2019 წლიდან ეტაპობრივად თხილის მოსავლიანობა და ექსპორტი გავზარდეთ. 2021 წელს თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 115 მლნ დოლარი შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, პირველ რიგში ეს იყო კლიმატური პირობების გამო, თხილის მოსავლიანობა და ხარისხი შემცირდა, გარდა ამისა საექსპორტო ღირებულების და მოთხოვნის შემცირებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფერმერებს, რომ მათ მომავალი წლის გაზაფხულიდან შეძლონ ყველა იმ ღონისძიების წარმოება, რომელიც ხარისხიანი მოსავლისთვის არის საჭირო“, - განაცხადა მინისტრმა.

მთავრობა თხილის წარმოების სუბსიდირებას იწყებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები