მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უამინდობა აკაციის თაფლის წარმოებას 40%-ით შეამცირებს: „აპიჯეო”

6464cfeee745e
ლიკა გურაბანიძე
20.05.23 09:20
869
თაფლის მწარმოებელი კომპანია „აპიჯეოს” გენერალური დირექტორი BMG-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით აკაციის თაფლის წარმოება 40%-ით შემცირდება.

კომპანიის გენერალური დირექტორი ერეკლე ჩიკვაიძე ამ ეტაპზე საექსპორტო ბაზარზე აკაციის თაფლის გასაყიდ ფასს და რაოდენობას ვერ ასახელებს, რადგან პროდუქტის საბოლოო ღირებულება ივნისში, თაფლის მიღების შემდგომ მყიდველთან დაზუსტდება.

“მეფუტკრეებში უკმაყოფილებაა იმის შესახებ, რომ აკაციის სეზონი უამინდობის გამო წელს პრაქტიკულად ჩავარდა. აკაციის მოსავალი რომ გამოიწურება, დაითვლება საშუალოდ რა რაოდენობითაა შემცირებული მისი ოდენობა. უნდა ვნახოთ, ეს შემდგომ ვაჭრობაზე, მეფუტკრესა და ჩამბარებლის ურთიერთობაზეც აისახება”, - აღნიშნა „აპიჯეოს” გენერალურმა დირექტორმა.

რა რაოდენობის თაფლს მიიღებენ კომპანიაში, ჯერ უცნობია, თუმცა ცნობილია სამიზნე საექსპორტო ბაზრები და ესენია: საფრანგეთი, არაბთა გაერთიანებული საამირო, აშშ და იტალია.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 1.1 მილიონი დოლარის ღირებულების, 258.1 ტონა თაფლი გავიდა. 2023 წლის იანვარში უცხოეთში 0.72 ტონა თაფლი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 22.5 ათასი ტონა.