04.ივლისი .2021 17:04

უცხო ქვეყნების რამდენ მოქალაქეს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე 2017-2021 წლებში? - შსს

უცხო ქვეყნების რამდენ მოქალაქეს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე 2017-2021 წლებში? - შსს
views 1114
უკან

2017-2020 წლებში საქართველოში შემოსვლზე უარი უცხო ქვეყნების 56 863 მოქალაქეს ეთქვა. სტატისტიკური ინფორმაცია bm.ge-მ შსს-დან გამოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხ წელიწადში საქართველოში შემოსვლაზე უცხო ქვეყნის ყველაზე მეტ მოქალაქეს უარი 2019 წელს ეთქვა. წლების მიხედვით სტატისტიკა ასე გამოიყურება: 2017 წელს მესაზღვრეებმა ჩვენს ქვეყანაში არ შემოუშვეს 7 870 უცხოელი ვიზიტორი, 2018 წელს - 16 025, 2019 წელს - 25 549, 2020 წელს კი - 7 419.

2021 წლის ოთხ თვეში კი, საქართველოში შემოსვლზე უარი უცხო ქვეყნების 560 მოქალაქეს ეთქვა.

საშუალო სტატისტიკური ცდომილების ზღვარია +/- 2,4%.

შსს-დან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციიდან ასევე ირკვევა, რომ ყველაზე ხშირად ქართველი მესაზღვრეები საქართველოში შემოსვლაზე უარს ირანის და ინდოეთის მოქალაქეებს ეუბნებოდნენ. სხვადასხვა წლებში ხუთეულში არიან მეზობელი თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის და სომხეთის მოქალაქეები.

რაც შეეხება მიზეზებს, რომელთა გამოც 2017-2021 წლებში უცხო ქვეყნების 57 423 მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა, შსს-ში bm.ge-ის უთხრეს, რომ საფუძვლების მიხედვით, საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ფაქტების
სტატისტიკას სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი არ აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა