მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინდოეთი საქართველოში სოფლის მეურნეობის მაღალხარისხიან პროდუქტებს ეძებს" - ინდოეთის მთავრობის წარმომადგენელი

დილიპ შევარე

საქართველოს მთავრობის ხედვა 2030-ის მიხედვით, 2030 წლისთვის იმ ქვეყნების რიცხვი, ვისთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ექნება, შვიდით გაიზრდება. დაგეგმილია სხვადასხვა ქვეყანასთან ხელშეკრულების გაფორმება, მათ შორის, აშშ-სთან, ინდოეთთან, სამხრეთ კორეასთან და ინდონეზიასთან.

ინდოეთის საბაჟო კომისრის მოადგილე, დილიპ შევარე BMG-სთან აცხადებს, რომ ინდოეთი საქართველოში სოფლის მეურნეობის მაღალხარისხიანი პროდუქტით არის დაინტერესებული. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ინდოეთი იმპორტის, საქართველო კი ექსპორტის დივერსიფიკაციას ცდილობს, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის დაწყება მნიშვნელოვანია.

"ინდოეთი საქართველოში სოფლის მეურნეობის მაღალხარისხიან პროდუქტებს ეძებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ზრდის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. იმის გათვალისწინებით, რომ ინდოეთი თავისი იმპორტის, საქართველო კი ექსპორტის დივერსიფიკაციას ცდილობს, ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი იქნება. ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა კაკალი, მარწყვი და მოცვი, ინდოეთში დიდი მოთხოვნაა. ცოტა ხნის წინ საქართველოსა და ინდოეთს შორის ამ მიმართულებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი ასრულდება", - განაცხადა დილიპ შევარემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები