„აჭარა ტექსტილის“ ფინანსური დირექტორის გია ლომინაძის განცხადებით, თუ სახელმწიფოს სურს რომ უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველო მიმზიდველი იყოს, პრივატიზების საკითხი უნდა გამარტივდეს. ამის შესახებ მან პრემიერის უმსხვილეს დამსაქმებლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში მოქმედმა ბიზნესმენებმა იციან რა შემთხვევაში როგორ იმოქმედონ, უცხოელი ინვესტორებისთვის კი პრივატიზებასთან დაკავშირებული რეგულაციები სირთულეს წარმოადგენს.
"თუ გვსურს უცხოელი ინვესტიციები მოვიზიდოთ, პრივატიზება და რეგულაციები უნდა გამარტივდეს, რაც უფრო მომხიბვლელი იქნება სხვადასხვა კომპანიებისთვის, ვინც საქართველოს მიზნობრივ ბაზრად განიხილავს.
საქართველოში მოქმედმა ბიზნესმენებმა მეტნაკლებად ვიცით თუ როგორ, რა ხდება, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არსებული რეგულაციები მომხიბვლელი რომ იყოს უცხოელი ინვესტორებისთვის, მათი გამარტივება უკეთესი იქნება“, - განაცხადა ლომინაძემ.
მისი თქმით, პრემიერმა ამ საკითხის გადაწყვეტის მზაობა გამოთქვა.
„პრემიერმა გამოთქვა მზაობა, რომ ნებისმიერი პროექტი, თუნდაც ძალიან მცირე, მხარდაჭერილი იქნება სახელმწიფოსგან და თუ რაიმე შეფერხებები არსებობდა ამ მხრივ, გარკვეული ჯგუფები იმუშავებენ, რომ აღმოფხვრან ისინი და ძალიან მარტივად შევძლოთ ნებისმიერი პროექტის განხორციელება, თუნდაც პრივატიზების კუთხით“, - აღნიშნა „აჭარა ტექსტილის“ ფინანსურმა დირექტორმა.
ცნობისთვის, გიორგი გახარია უმსხვილეს დამსაქმებლებს დღეს შეხვდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
100,000 ლარი გათამაშდა - "აიცერი და მოიგეს" გამარჯვებული ცნობილია
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა