მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

40 საათიანმა სამუშაო კვირამ ხარჯები მინიმუმ 15%-ით გაგვიზარდა - „აჭარა ტექსტილი“

აჭარა ტექსტილი

სამკერვალო ფაბრიკააჭარა ტექსტილისდირექტორი, გია ლომინაძე ამბობს, რომ 40-საათიან სამუშაო კვირაზე გადასვლამ კომპანიას შრომის ანაზღაურების მიმართულებით დანახარჯები 15%-ით გაუზარდა.

როგორც გია ლომინაძემ BMG-სთან განაცხადა, გაზრდილი ხარჯების ფონზე, საქართველო კონკურენტუნარიანობას კარგავს, ამიტომ სავარაუდოა, რომ დამკვეთები სხვა ქვეყნებზე გადაერთვებიან.

რა თქმა უნდა, ძალიან იმოქმედა. ჩვენი ბიზნესი დასაქმებულების რაოდენობით ინტენსიურია შესაბამისად, ამან შრომითი ხარჯები მინიმუმ 15%-ით გაგვიზარდა. კადრების მოძიება პრობლემაა. ყოველწლიურად ვზრდით ანაზღაურებას, სამუშაო საათების შემცირების მიუხედავად, ხელფასები მაინც გავზარდეთ. მომავალში ტექსტილის მიმართულებით საკმაოდ ძნელი იქნება საქართველოში მუშაობა, რადგან ხარჯები ძალიან გაზრდილია. სხვა ქვეყნებში უფრო კონკურენტუნარიანი გარემოა. ტექსტილი არ მუშაობს მოგების მაღალ მარჟაზე. შესაბამისად, ხარჯი არის აქ ყველაფრის გადამწყვეტი. დოლარის კურსიც ნეგატიურ გავლენას ახდენს. შეკვეთების ზრდა აღარ გვიფიქსირდება. ამ ეტაპზე, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ გამოცდილი და დიდი ისტორიის მქონე კომპანია ვართ, სტაბილურადაა, თუმცა სამომავლოდ, ჩვენმა დამკვეთებმა შესაძლოა სხვა ქვეყნებში გადასვლაზე იფიქრონ. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: ეგვიპტე, იორდანია, ტაილანდი, უფრო დაბალია ხელფასი, კადრების დეფიციტიც არ აქვთ, შესაბამისად მეტად მისაღები გახდება ალბათ“,- ამბობს კომპანიის დირექტორი და აღნიშნავს, რომ აჭარა ტექსტილი" კვლავ თანამშრომლობს ისეთ გლობალური ბრენდებთან, როგორებიცაა: Nike, Puma, Adidas და ა.შ.

საქართველოს მთავრობამ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ახალი ჩამონათვალი 2022 წლის ბოლოს დაამტკიცა. ჩამონათვალში აღარაა ისეთი საქმიანობები, როგორიცაა: მშენებლობა, ტექსტილის, ტყავის ნაწარმისა და ფეხსაცმლის წარმოება და ქაღალდის მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები. შედეგად, აღნიშნულ სექტორებში სამუშაო დრო კვირაში 48-დან 40 საათამდე შემცირდა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით უნდა მიიღონ. ბიზნესი დადგენილებაში ცვლილების საჭიროებაზე მიუთითებს იმ არგუმენტით, რომ ეს კადრების დეფიციტის პრობლემას გადაჭრის. აღნიშნული საკითხი საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 22 მარტს, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე, კიდევ ერთხელ დააყენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები