მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელს, რომელსაც საქართველოდან მუშაობა სურს, მინიმუმ $2000-იანი ხელფასი უნდა ჰქონდეს

5f452d13505ff
ინგა მურუსიძე
25.08.20 19:30
7466
უცხოელს, რომელსაც, საზღვარგარეთ, საქართველოდან მუშაობა სურს, მინიმუმ $2000-იანი ხელფასი უნდა ჰქონდეს.  განაცხადის ფორმა და წესები საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

გარდა ამისა, უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ამ პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას საკუთარი ხარჯებით გაიაროს სავალდებულო 12-დღიანი კარანტინი, ხოლო 12-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება.

„რაც შეეხება თავად წესებს და განაცხადს, განაცხადის შემვსები პირი ვალდებულია, განაცხადის შევსებისას ელექტრონულ პროგრამაში ატვირთოს მოქმედი პასპორტის ასლი, ინფორმაცია პირადი მონაცემების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი), ინფორმაცია უცხოელი დამსაქმებლის შესახებ, უცხოელი დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია, ინფორმაცია სამსახურებრივი პოზიციისა და შემოსავლის შესახებ, ბოლო 1 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის დასტური (საბანკო ამონაწერი ან რაიმე სხვა სახის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ თვეში 2,000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარის ოდენობით, წინასწარი დასტური სავალდებულო 12-დღიანი კარანტინის გავლის შესახებ (ის უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ამ პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას საკუთარი ხარჯებით გაიაროს სავალდებულო 12-დღიანი კარანტინი, ხოლო 12-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება), სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ვალიდურია არანაკლებ 6 თვის განმავლობაში და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შემთხვევაში“, - ნათქვამია მაცნეზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობა სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოდან დისტანციურად იმუშაონ. მუშაობაზე ნებართვის გამცემი ორგანოები ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები არიან.