20.ოქტომბერი .2020 20:44

უცხოეთში მყოფი მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შეიქმნა

views 258
უკან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შეიქმნა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ელექტრონული რეესტრის მეშვეობით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ მოიძიონ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც შეძლებენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას.

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace

ასევე, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას 2020 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საერთო საპარლამენტო არჩევნებსა და მასში შეუფერხებლად მონაწილეობის პროცედურასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე „არჩევნები 2020“: https://mfa.gov.ge/elections.aspx

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა