საქართველოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2022 წლის განმავლობაში ჯამში, 203 უძრავი ქონებიდან გამოასახლა/გამოიყვანა უკანონოდ მყოფი ან შეჭრილი პირი. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ აღსრულების ეროვნული ბიუროდან ოფიციალურად გამოითხოვა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში ორგანიზაციაში 519 ახალი საქმე შევიდა, ხოლო დასრულდა 677 საქმე. ამასთან, 203 შემთხვევაში მოხდა ქონებაში უკანონოდ მყოფი პირის გამოსახლება, 587 შემთხვევაში კი მხარეებს შორის მორიგება შედგა.
“თქვენი 2023 წლის 25 იანვრის N11235 განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების მართვის დეპარტამენტში სტატისტიკური მონაცემების მიღებადამუშავება წარმოებს სპეციალურად შემუშავებული ფორმების მიხედვით, ტერიტორიული ბიუროებისა და სტრუქტურული ერთეულებიდან მოწოდებული მონაცემების საფუძველზე.
ზემოთხსენებული ფორმების თანახმად, 2022 წლის მანძილზე აღსრულების ეროვნულ ბიუროში უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის (გამოსახლება) მოთხოვნით შემოსული საქმეების რაოდენობამ შეადგინა 519 ერთეული. მითითებულ პერიოდში აღსრულდა გამოსახლების კატეგორიის 203 საქმე, ხოლო დასრულდა 677 ერთეული საქმე.
2022 წელს მორიგებით დასრულებულებულ საქმეთა რაოდენობამ შეადგინა 587 ერთეული. ამასთან გაცნობებთ, რომ სსიპ ,,აღსრულების ეროვნულ ბიუროში’’ მონაცემთა დამუშავება არ მიმდინარეობს იმგვარად, რომ გაიმიჯნოს ინფორმაცია 2010-2022 წლებში უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის (გამოსახლების) კატეგორიის საქმეებში რამდენ შემთხვევაში წარმოადგენდა კრედიტორ მხარეს ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან ფინანსური ინსტიტუტი. რის გამოც მოკლებული ვართ შესაძლებლობას გაცნობოთ აღნიშნული ინფორმაციის თაობაზე,”- ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილობით პასუხში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი