მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონების ტრანზაქციები 2019 წელთან შედარებით 1.2%-ით გაიზარდა - TBC Capital

614dbd22797de
შოთა ტყეშელაშვილი
24.09.21 22:07
638
TBC Capital-მა ახალი მაკროსექტორული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ეკონომიკის აღდგენის დინამიკას აფასებს. ანგარიშის თანახმად, წელს საქართველოში უძრავი ქონების ტრანზაქციები 2019 წელთან შედარებით 1.2%-ით არის გაზრდილი.

ანგარიშის მიხედვით, წელს ჯამურად სექტორში ტრანზაქციების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 3.8%-ით გაიზრდება. თბილისის შემთხვევაში მზარდია საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასიც. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აგვისტოში უძრავი ქონების საშუალო ფასი 5.1%-ით, 2019 წელთან შედარებით კი 4.7%-ით არის გაზრდილი.

“პანდემიამ ბათუმზე მეტად იმოქმედა. ტრანზაქციების მიხედვით, 2022 წლიდან, ბათუმში სექტორი შედარებით სწრაფად გაიზრდება, ვიდრე თბილისში,”- ნათქვამია მიმოხილვაში.