მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საცხვორებელი ბინების მინიმუმ 5-7%-თ გაძვირებას ვვარაუდობთ - GREA

ნინო აბსანძე

უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლები ელიან, რომ წლის განმავლობაში საცხოვრებელ ბინებზე ფასების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება.

როგორც BMG-სთან საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოს (GREA) დამფუძნებელი განმარტავს, ბოლო ერთ წელში მკვეთრადაა გაზრდილი მშენებლობის თვითღირებულება, რის ფონზე მოსალოდნელია, რომ წელს ბინებზე ფასები მინიმუმ 5-დან 7%-მდე გაიზრდება.

“ფასების ზრდის ტენდენცია ვფიქრობ, რომ გაგრძელდება, ვინაიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მშენებლობის ღირებულება, მიწის ნაკვეთების და საინვესტიციო პროექტების თვითღირებულება, რაც თავისთავად აისახება ბინის ღირებულებაზე. შესაბამისად, მინიმუმ 5-დან 7%-მდე ფასის ზრდას ვვარაუდობთ 2026 წლისთვის.

ზოგადად, ფასის დინამიკა დამოკიდებულია პროექტის ეტაპზე. გვაქვს პროექტები, სადაც თუნდაც 6 თვეშიც დაახლოებით 20%-იანი ზრდაც განგვიხორციელებია. ძირითადად ფასების პოლიტიკა ჩვენ შემთხვევაში დამოკიდებულია წინასწარ დაგეგმილ ფინანსურ მოდელებზე და მივყვებით პროექტების განვითარების ფაზებს”, - განაცხადა ნინო აბსანძემ.

ცნობისთვის, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება გაძვირდა. საქსტატის თანახმად, 2026 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 4.9% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები