მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UEFA-ს ბავშვთა ფონდი უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად 1 მილიონ ევროს გამოყოფს

621f0aef25be6
ბექა ბაციკაძე
02.03.22 10:20
1045
UEFA-ს ბავშვთა ფონდის სამეურვეო საბჭოს წევრებმა და თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩეფერინმა 2022 წლის UEFA-ს ფონდის ჯილდო - 1 მილიონი ევრო უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად გამოყვეს. თანხა დევნილობაში მყოფი ბავშვების მხარდაჭერასაც მოიცავს.

აღნიშნულით დაფინანსდება UEFA-ს წევრების საქველმოქმედო ინიციატივები, რომლებიც ორიენტირებულია ბავშვთა უფლებების დაცვასა და მათ კეთილდღეობაზე; ზუსტი საჭიროებები კი წევრი ასოციაციებისა და ადგილობრივ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეფასდება.

გარდა ამისა, UEFA-ს ბავშვთა ფონდმა გადაწყვიტა, გამოეყო სასწრაფო დახმარების ფონდი 100,000 ევროს ოდენობით უკრაინელი ბავშვებისა და ლტოლვილების დასახმარებლად. გადაუდებელი დახმარების ფონდი გადაეცემა მოლდოვას ფეხბურთის ასოციაციას, რომელიც უკვე მუშაობს ადგილობრივ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ქვეყანაში ჩასული უკრაინელი ლტოლვილი ბავშვების დასახმარებლად.

„კონფლიქტების დროს ბავშვები ძალიან დაუცველები არიან და ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ მათი ფუნდამენტური უფლებები. ევროპული ფეხბურთის სოლიდარობისა და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, ჩვენ შევძლებთ გაგიწიოთ დახმარება, რომელიც ბავშვებს სასწრაფოდ სჭირდებათ უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში“, - განაცხადა UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა.

ინფორმაციისთვის, „UEFA Foundation for Children“-ი მიზნად ისახავს ბავშვების დახმარებას და მათი უფლებების დაცვას. ფონდი უზრუნველყოფს მხარდაჭერას ჯანმრთელობის, განათლების, სპორტის ხელმისაწვდომობის, პიროვნული განვითარების, უმცირესობების ინტეგრაციისა და დასაქმების სფეროებში.