მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას აპირებს

60abe92d52ee4
თამთა ჯიჯავაძე
24.05.21 21:54
913
უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. შესაბამისი დავალება უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მთავრობას უკვე მისცა. კერძოდ, საუბარია უკრაინასა და ბელარუსს შორის პირდაპირი ავიარეისების განხორციელების შეწყვეტაზე. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღნიშნულ საკითხზე ზელენსკის მიერ მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

პრეზიდენტის მთავრობისადმი მიცემული დავალების მიზეზი 23 მაისს მომხდარი ინციდენტი გახდა, როდესაც ათენიდან ვილნიუსისკენ მიმავალი Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი იძულებით დასვეს მინსკის აეროპორტში, რათა ლუკაშენკოს მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი დაეკავებინათ.