მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-მა ბელარუსს საკრედიტო რეიტინგი გაუუქმა

ლუკაშენკო

გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაცია Fitch-მა ბელარუსის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ოფიციალურად გააუქმა.

Fitch-ის განმარტებით, ქვეყნის მთავრობა უარს აცხადებს სტატისტიკური მონაცემების გასაჯაროებაზე, რის გამოც რეიტინგის დადგენა შეუძლებელი ხდება.

საკრედიტო რეიტინგის გაუქმება საერთაშორისო ინვესტორებისთვის წარმოადგენს მკაფიო სიგნალს, რომ ბელარუსში თანხის დაბანდება ექსტრემალურად მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული, ამიტომაც მათ თავი უნდა შეიკავონ ამ ქვეყანასთან საქმის დაჭერისგან.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, სამხედრო აგრესიის ხელშეწყობის გამო, დასავლურმა სახელმწიფოებმა ბელარუსს ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაუწესეს. შეზღუდვების საპასუხოდ, ბელარუსის მთავრობამ ეკონომიკური მონაცემების გასაჯაროება შეწყვიტა, ამიტომაც ამჟამად თითქმის შეუძლებელია ბელარუსში არსებული რეალური ინფლაციის, ვალის მოცულობის, ბიუჯეტის შემოსავლების და სხვა ეკონომიკური პარამეტრების დადგენა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები