მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინამ 400 მლრდ გრივნის სამხედრო ობლიგაციის გამოშვება გადაწყვიტა

621935808f293
ვიქტორია მღებრიშვილი
26.02.22 00:07
933
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა რიგგარეშე სხდომის დროს სამხედრო ობლიგაციების გამოშვება გადაწყვიტა, რომლის მოცულობა 400 მლრდ გრივნას (13.5 მლრდ დოლარი) შეადგენს. წერს უკრაინული გამოცემა UNIAN-ი.

გამოცემის ცნობით, ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

„მთავრობამ ეტაპობრივად სამხედრო ობლიგაციების გამოშვების გზით 400 მლრდ გრივნას ოდენობით სახელმწიფოს შიდა ვალის აღების გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა დიმიტრი შმიგალმა.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკა ორიენტირს გააკეთებს ფორმატზე - „ყველაფერი ეკონომიკისთვის, ყველაფერი ფრონტისთვის“.

გარდა ამისა რიგგარეშე სამთავრობო სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორის დაფინანსებას პრიორიტეტული იქნება.

„ქვეყანაში საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე სახაზინო სამსახური ფინანსთა სამინსტროსთან ერთად რესურსების გადანაწილებას განახორციელებს, რათა პირველ რიგში, სახელმწიფოს უსაფრთხოება და თავდაცვა დააფინანსოს“, - თქვა შმიგალმა.