მსოფლიო ივლისის შუა რიცხვებიდან სასურსათო კრიზისს იგრძნობს, რომლამდეც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წამოწყებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა მიგვიყვანა. ამის შესახებ უკრაინის სურსათისა და აგრარული პოლიტიკის მინისტრმა ნიკოლაი სოლსკიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას „უკრინფორმი“ ავრცელებს.
„ჩვენ 5 მლნ ტონა ხორბალი დაგვრჩა, რომლის გატანასაც ვგეგმავდით. სრულად 10-15 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი იგეგმებოდა. შემდეგი წლისთვის იმ მოცულობის ხორბალს ვერ დავთესავთ, რისი სურვილიც გვქონდა. ამას ყველა ბაზარი იგრძნობს. ამას მსოფლიო დაახლოებით ივლისის ბოლოდან შეიგრძნობს, რადგან აფრიკის, არაბული, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები დღემდე იმ ხორბალს იყენებენ, რაც აქამდე შეიძინეს“, - განაცხადა მან.
აღნიშნულ საკითხს თავის ვიდეო მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინის პორტებისთვის ბლოკირების მოხსნა სტრატეგიული საკითხია, რადგან რუსეთის მიერ ამ პორტების ბლოკირებამ მსოფლიოში შესაძლოა მარცვლეულისა და საკვები ზეთის დეფიციტი გამოიწვიოს.
„22 მლნ ტონა მარცვლეულისა და საკვები ზეთისთვის დერეფნის შექმნა მნიშვნელოვანია. ჩვენ მარცვლეულის და საკვები ზეთის ექსპორტის სრულყოფა შევძელით, თუმცა პორტების განბლოკვა - ეს აუცილებელია“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას თვეში 10 მლნ ტონა პროდუქტის გატანა რკინიგზით მეგობარი - პოლონეთისა და ბალტიისპირა ქვეყნების გავლით შეუძლია. ვოლოდიმირ ზელესკიმ ისიც აღნიშნა, რომ არ ესმის იმ ქვეყნების, რომლებიც რუსეთისგან უკრაინაში მოპარულ ხორბალს ყიდულობენ, ამიტომ უკრაინული მხარე მათ ნორმალურად ვერ მოექცევა.
შავი ზღვის პორტების ბლოკირების მოხსნის მნიშვნელობაზე დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ ისაუბრა.
„ჩვენ შავი ზღვის პორტების ბლოკირების მოხსნისთვის თქვენი დახმარება გვესაჭიროება. ჩვენთვის, როგორც ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყნისთვის, ეს ექსპორტის უზრუნველყოფისთვის არის საჭირო. ამისთვის კი ჩვენ აშშ-სა და ევროკავშირის ძალების გაერთიანება გვესაჭიროება. უდავოა, რომ ეს საკითხი უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ მის გადასაწყვეტად საერთო ძალები უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ