მიმდინარე წელს უკრაინამ დაახლოებით 81.6 მილიონი ტონა მარცვლეულის მოსავალი მიიღო, რაც 7.8 მილიონი ტონით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
მარცვლეულის მომპოვებელთა ასოციაციის განმარტებით, მოსავლის მოცულობის დრამატული ზრდა პირდაპირ კავშირშია ხელსაყრელ ამინდთან და ქვეყნის მასშტაბით შედარებით დასტაბილურებულ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ ვითარებასთან.
გაზრდილი მოსავლის ფონზე, მწარმოებლები მიუთითებენ, რომ პროდუქციის რეალიზაციისთვის აუცილებელია შავი ზღვის სატრანსპორტო გზის აღდგენა ან შედარებით რთული ალტერნატიული გზის ნახვა, რომელიც მოსავლის ექსპორტზე გატანას შესაძლებელს გახდის.
უნდა აღინიშნოს, რომ წელს რეკორდული მოსავალი მიიღეს რუსეთის, აშშ-ის, ევროპისა და აზიის მასშტაბითაც, რაც ბაზარზე ჭარბ მიწოდებას წარმოქმნის.
მაგალითად, ერთწლიან პერიოდში ხორბალი თითქმის 34%-ითაა გაიაფებული, ამის განმაპირობებელი მიზეზი კი მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილი მოსავალია.