მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სლოვაკეთმა უკრაინული მარცვლეულის იმპორტი აკრძალა

643904cac72d7
გიორგი არონია
14.04.23 11:47
607

სლოვაკეთი ევროკავშირის პირველი წევრი სახელმწიფო გახდა, რომელმაც ქვეყანაში უკრაინული მარცვლეულის იმპორტი აკრძალა, - ამის შესახებ სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ. დოკუმენტის თანახმად, აკრძალვა მარცვლეულში არსებულ პესტიციდებს უკავშირდება, რომელთა გამოყენება ევროკავშირის ტერიტორიაზე აკრძალულია.

სლოვაკეთის მსგავსი გადაწყვეტილება, შესაძლოა, რუმინეთმა და ბულგარეთმაც მიიღონ, რაზეც ორივე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები დღეს იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ იაფიანი უკრაინული მარცვლეულთან დაკავშირებით შეზღუდვების დაწესებას უნგრეთიც გეგმავს, მაგრამ ამ შემთხვევაში, აკრძალვა ეკონომიკურ მიზეზებს ეფუძნება, რადგან ასე, უნგრეთის ხელისუფლებას მარცვლეულის ადგილობრივი მწარმოებლების დაცვა სურს. მსგავსი არგუმენტაციით, უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი პოლონეთმაც შეაჩერა.

უკრაინული მარცვლეულის მიმართ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ამგვარი დამოკიდებულების ახსნა არც თუ ისე რთულია. ევროკავშირში წარმოებულ მარცვლეულთან შედარებით, უკრაინული მარცვლეული გაცილებით იაფია, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში აყენებს. ამასთან, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ომში მყოფი ქვეყნის დასახმარებლად, ევროკავშირმა უკრაინას საბაჟო ტარიფები და კვოტები გააუქმა, რის შემდეგაც, ევროკავშირის ბაზარზე დიდი რაოდენობით უკრაინული მარცვლეული აღმოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები