მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში კოვიდ-ვაქცინის ნაკლებობის გამო გადააყენეს

60a4119f4b857
თამთა ჯიჯავაძე
18.05.21 23:05
737
უკრაინის პარლამენტმა ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაკლებობის გამო თანამდებობიდან გადააყენა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ცნობით, მაქსიმ სტეპანოვი დღეს გადააყენეს და ის დაადანაშაულეს იმაში, რომ საჭირო რაოდენობის დოზების უზრუნველყოფა ვერ შეძლო.

როგორც გამოცემა წერს, დაახლოებით 41-მილიონიან ქვეყანაში ვაქცინის პირველი დოზა 18 მაისის მდგომარეობით მხოლოდ 948 330 მოქალაქეს აქვს მიღებული.

„მინისტრის მთავარი ამოცანა 2021 წელს ვაქცინაცია და მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უკრაინის საკმარისი რაოდენობის ვაქცინით უზრუნველყოფა იყო. ამ საკითხზე პროგრესი ძალიან ნელია“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა პარლამენტში. პრემიერმა უკრაინის რადას ჯანდაცვის მინისტრის გადაყენების თხოვნით ფორმალურად გასულ კვირას მიმართა.

„ამ დრომდე უკრაინაში 2.3 მილიონი დოზა ვაქცინა არის ჩამოტანილი, რასაც რთულია უწოდო ჯანდაცვის მინისტრის ეფექტური მუშაობა“, - დასძინა მან.

თავის მხრივ სტეპანოვმა განაცხადა, რომ მან ყველაფერი გააკეთა ეპიდემიასთან ბრძოლისთვის, რაც შეეძლო.
ცნობისთვის, უკრაინაში ამ დრომდე 2 მილიონზე მეტი კოვიდ-შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 48 469 ადამიანი ემსხვერპლა.