მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბ აზარაშვილი ექიმებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

648753ae9fe43
BM.GE
12.06.23 21:15
542
მრჩეველთა საბჭოს ფორმატში, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, სხვადასხვა სამედიცინო მიმართულების ექიმებს შეხვდა.

როგორც ჯანდაცვის უწყება იტყობინება, მხარეებმა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და ხარიხის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს. განიხილეს რეანიმაციული მომსახურების განახლებული სტანდარტის მოთხოვნებიც, რომელიც სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დამტკიცდა. იმსჯელეს 2025 წლიდან, სავალდებულო საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხებზეც.

"შეხვედრაზე სამედიცინო დარგის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ცვლილებები, რომლებიც რეგულაციების მიმართულებით ინერგება, მისასალმებელია.

ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მთი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით ექიმების რეკომენდაციები მოისმინა.

შეხვედრაზე დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელზე იმსჯელეს და არსებული გამოცდილება შეაჯამეს.

მრჩეველთა საბჭოს ფორმატში, მხარეებმა პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა მოსახლეობისთვის, მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფოს მიერ უკვე გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზეც.

შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნია, რომ მრჩეველთა საბჭოს ფორმატით, შეხვედრები ყოველ თვე გაიმართება", - წერია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები