მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, ჩინეთი რუსეთის კრიტიკისგან თავს იკავებს - Reuters

6218d9d694d0b
მარიამ ვარადაშვილი
25.02.22 17:34
961

ჩინეთი უკრაინაში რუსეთის ქმედებებს “ინტერვენციას” არ უწოდებს და მისი კრიტიკისგანაც თავს იკავებს. როგორც Reuters-ი წერს, ჩინეთის პოზიციაა, რომ ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცენ, თუმცა უშუალოდ უკრაინის საკითხი კომპლექსურია და “სპეციფიკურ ისტორიულ მემკვიდრეობას” ეფუძნება. 

“ჩვენ გვესმის რუსეთის ლეგიტიმური წუხილი უსაფრთხოების საკითხზე”, - განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

კითხვაზე - აპირებს თუ არა ჩინეთი რუსული ნავთობის შეძენის ზრდას აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების ფონზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სანქციები პრობლემის გადასაჭრელად ეფექტიანი გზა არასდროს ყოფილა. 

“ვიმდეოვნებთ, რომ შესაბამისი მხარეები ინტენსიური მუშაობით პრობლემის დიალოგის გზით მოგვარებას შეძლებენ”, - აცხადებენ სამინისტროში.