მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში საქართველოს ექსპორტი 93%-ით დაეცა

625e6a47d2d97
შოთა ტყეშელაშვილი
19.04.22 11:54
1049
საქსტატმა დღეს უკრაინასთან საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მარტში საქართველოს ექსპორტი უკრაინაში მხოლოდ $1.8 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით $24.6 მილიონით ანუ 93%-ით ნაკლებია. 

ექსპორტთან ერთად შემცირებულია უკრაინული იმპორტიც, მარტში საქართველოში სულ 11.2 მილიონი დოლარის უკრაინული იმპორტი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 19.1 მილიონით ანუ 63%-ით ნაკლებია. ამასთანავე, იმპორტის გარკვეული ნაწილი შესაძლოა ომის დაწყებამდე ყოფილიყო დაძრული, შესაბამისად, აპრილში უკრაინიდან იმპორტი შესაძლოა კიდევ უფრო მეტად შემცირდეს. 

მარტში უკრაინიდან საქართველოში 3.6 მილიონი დოლარის ცხოველების საკვები (კოპტონი), 1.4 მილიონის თამბაქოს ნაწარმი, 0.8 მილიონის სპირტიანი სასმელები და 0.3 მილიონის მედიკამენტები შემოვიდა. 

რაც შეეხება ექსპორტს, მარტში ექსპორტირებული 1.8 მილიონი დოლარის საქონლიდან 1.3 მილიონი საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას და უკრაინის მოსახლეობისთვის განკუთვნილ პირადი მოხმარების საგნებს შეადგენდა. 

უკრაინა 2021 წელს რიგით მეხუთე უმსხვილესი საექსპორტო დანიშნულების ქვეყანა იყო.