მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის მხარდასაჭერად აშშ-ს სენატმა "ლენდ-ლიზის" პროგრამა დაამტკიცა

624ebc4610cac
მარიამ ვარადაშვილი
07.04.22 14:47
3558
აშშ-ს სენატმა საკანონმდებლო აქტი მიიღო, რაც პრეზიდენტს საშუალებას აძლევს უკრაინას იარაღი უფრო ეფექტიანად მიაწოდოს. საუბარია ლენდ-ლიზის პროგრამაზე, რომელიც აშშ-მ ბოლოს მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენა, რაც გულისხმობს მოკავშირეების სწრაფ მომარაგებას დროში გაჭიანურებული პროცედურების გარეშე.

უკრაინის დემოკრატიული დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი კრეატიული სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების უკრაინისთვის ბიუროკრატიუი პროცედურების გარეშე მიწოდებას ითვალისწინებს. აქტი აღჭურვილობის დე ფაქტო ჩუქების საშუალებასაც იძლევა, ხოლო მიმღებმა ქვეყანამ აშშ-ს საფასური მოგვიანებით უნდა გადაუხადოს. 

როგორც Politico წერს, აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები ფიქრობენ, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამ ლიბერალურ წესრიგს ეგზისტენციალური საფრთხე შეუქმნა. ომის დაწყების შემდეგ აშშ უკრაინას იარაღითა და სამხედრო აღჭურვილობით ეხმარება. კერძოდ, აწვდის ჯაველინებს, სტინგერებს, ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემასა და სხვას.