მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამ წელიწადში თბილისში საპარკინგე ადგილები 3 000-ით შემცირდა

624dacdbd5136
ანუკა ჯოხაძე
06.04.22 19:24
1541

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2022 წლის 24 იანვრის მდგომარეობით სულ გამოყოფილია 29 195 პარკირების ადგილი, 2018 წლის 10 აპრილის მდგომარეობით კი მათი რაოდენობა 32 257 ერთეული იყო. ეს ინფორმაცია BM.GE-ის თბილისის მერიიდან მიაწოდეს. 

როგორც თბილისის მერიისგან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, მას შემდეგ რაც კომპანია “სითი პარკთან” ხელშეკრულება გაწყდა, საპარკინგე ადგილების რაოდენობა 3 082 ერთეულით არის შემცირებული.

ამასთან, მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დადგენილი სატრანსპორტო საშუალების პარკირების საფასურის (როგორც დროის მონაკვეთის მიხედვით, ასევე ზონის მიხედვით) გადახდიდან მიღებული შემოსავალი 2018 წლის 10 აპრილიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეადგენს 19 244 891 ლარს.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ კომპანია სითი პარკთან ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილს გაწყვიტა, მას შემდეგ კი დედაქალაქში პარკირების საკითხებს კომპანია "თბილისი პარკინგი" კურირებს.

2018 წლის 10 აპრილიდან 2021 წლის ჩათვლით კომპანია “თბილისი პარკინგმა” პარკირების წესების დარღვევის გამო 1 932 896 ჯარიმა გამოწერა.