მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა გადაეწყონ - აზარაშვილი კოვიდკლინიკების დაფინანსების ცვლილებაზე

625d34f9c56f4
მარიამ ვარადაშვილი
18.04.22 13:58
1354
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სამართლიან მოდელს უწოდებს კოვიდკლინიკების დაფინანსების ახალ წესს და დასძენს, რომ ეს კლინიკები სახელმწიფოსგან იმდენ დაფინანსებას იღებენ, რა ოდენობის პაციენტებსაც ემსახურებიან.

“პანდემიის პერიოდში მილიარდ ლარზე მეტით დავაფინანსეთ ეს სექტორი. ეს არის ის თანხა და მარჟა, რომელიც პანდემიის პერიოდში და მის შემდგომაც იყო. ჩვენი აზრით, ეს საკმარისია იმისთვის, რომ სწორი ბიზნესმოდელი აირჩიო. დღეს მაგალითად, 200-მდე კოვიდპაციენტი მკურნალობს ქვეყნის მასშტაბით და არ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ 9 ათასი საწოლი იყო მობილიზებული და 200 პაციენტის პირობებში 9 ათასი საწოლის თანხები ვიხადოთ.

იცით, რომ საშუალოდ 60%-იანი დატვირთულობის მიუხედავად, გარანტირებულად 100% უფინანსდებოდათ. აქედან გამომდინარე, ვერ დაგეთანხმდებით, რომ რამე უსამართლოდ მოხდა, უნდა გადაეწყონ”,-ამბობს აზარაშვილი.

შეგახსენებთ, 1 მარტიდან Covid-კლინიკების ანაზღაურების სისტემა შეიცვალა და მათი დაფინანსება ახლა ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით ხდება ანუ კლინიკები თანხას მობილიზებული საწოლების მიხედვით აღარ აიღებენ.