მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფლაცია რამდენიმე თვეში შემცირებას დაიწყებს - ფინანსთა მინისტრი

613f28c938567
ინგა მურუსიძე
13.09.21 21:20
684
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფლაციურმა პროცესებმა რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს შემცირება და ის უკვე მომავალი წლიდან მიზნობრივ მაჩვენებელს უნდა დაუახლოვდეს.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს იყენებს იმისათვის, რომ ინფლაციური მოლოდინები არ შეიქმნას და ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ დონეს სწრაფად დაუბრუნდეს.

"ზოგადად, ინფლაცია ეკონომიკურ ნაწილში არის პანდემიის ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა. ჩვენ ვხედავთ ინფლაციურ პროცესებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ეს მაჩვენებელი რეკორდებს ხსნის არამედ საქართველოში, არამედ ყველგან. ინფლაციის ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული ევროპაში, ამერიკასა და სხვა ქვეყნებშიც. ეს არის პროცესი, რომელიც საქართველოს ეკონომიკასაც გადაეცემა საგარეო ვითარებიდან გამომდინარე, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფლაციურმა პროცესებმა რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს შემცირება და ის უკვე მომავალი წლიდან უნდა დაუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. დღესდღეობით ამის ყველა მაჩვენებელი არსებობს, რომ ვივარაუდო ასეთი სცენარი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ინფლაცია ბოლო 10 წლის მაქსიმუმზეა და 12.8%-ს შეადგენს.