მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთი მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაციის ფონზე მომავალი კვირიდან შეზღუდვების მოხსნას განიხილავს

6082b884ea49c
ნათია თაქთაქიშვილი
23.04.21 21:15
713
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, მომავალი კვირისთვის ქვეყნის მოსახლეობის 40% უკვე აცრილი იქნება კორონავირუსის წინააღმდეგ, რაც შეზღუდვების მოხსნის წინაპირობა იქნება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„მომავალი კვირის ოთხშაბათისთვის დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი იქნება აცრილი. ჩვენ გავხსნით ბევრ დაწესებულებას მათთვის, ვისაც ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი ექნება“, - განაცხადა ორბანმა.

ქვეყნის პრემიერის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა იგეგმება სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის, კინო-თეატრებისათვის, სავარჯიშო დარბაზებისთვის, საცურაო აუზებისთვის, სპორტული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დარბაზებისთვის, მუზეუმებისთვის, ბიბლიოთეკებისთვის და ზოოპარკებისთვის.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთში ვაქცინაცია ამ ეტაპზე ჩინური და რუსული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც ორბანი აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს „თაგვს თეთრი კატა დაიჭერს თუ შავი, მთავარია დაიჭიროს“.