მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი უნგრეთს 300 მლნ მ3 გაზს მიჰყიდის

მილსადენი გაზსადენი ბუნევრივი აირი ნავთობისა და გაზის კორპორაცია GOGC

უნგრეთის ენერგოკონგლომერატმა MVM-მ თურქეთის სახელმწიფო კომპანია BOTAS-თან 300 მლნ კუბური მეტრის მოცულობის გაზის ყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია. 

უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, ეს შეთანხმება გააუმჯობესებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და დაასტაბილურებს გაზის ფასს, რაც გაზრდილია საერთაშორისო ენერგეტიკული კრიზისის ფონზე და რასაც, თავის მხრივ, სანქციები და კონფლიქტები განაპირობებს.

როგორც Reuters წერს, გაზზე შეთანხმება თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის უნგრეთში ვიზიტის დროს შეთანხმდა. თავის მხრივ BOTAS-ი აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა თურქეთი გაზს მის არამეზობელ ქვეყანას მიჰყიდის და დაეხმარება ევროპას ენერგოუსაფრთხოების მიღწევაში.

კომპანიის ცნობითვე, უნგრეთში ბუნებრივი გაზის ექსპორტი 2024 წლიდან დაიწყება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები