მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

United Airlines-ი და Delta Airlines-ი საშობაოდ ფრენებს აუქმებენ

61c5cbfc0b9d1
ნათია თაქთაქიშვილი
24.12.21 20:30
613
აშშ-ს წამყვანი ავიაკომპანიების United Airlines-ი და Delta Airlines-ი საშობაოდ ფრენებს აუქმებენ. ავიაკომპანიების გადაწყვეტილება ომიკრონით ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებლებს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა ანალიტიკური ვებ-გვერდის FlightAware-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ United Airlines-მა 160 რეისზე მეტი გააუქმა, რაც  ავიაკომპანიის მიერ დაგეგმილი ფრენების დაახლოებით 9%-ია.

„აშშ-ში ომიკრონით ინფიცირების შემთხვევების ზრდამ პირდაპირი გავლენა მოახდინა ჩვენს ეკიპაჟზე, იძულებულები ვართ ფრენები შევაჩეროთ. ბოდიშს ვიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და ვეცდებით რაც შეიძლება მეტ ადამიანს გადავუჭრათ პრობლემა უახლოეს მომავალში“, - განაცხადა United Airlines-მა.

გამოცემა წერს, რომ გასული კვირის ხუთშაბათს 120-მდე რეისი ასევე გააუქმა Delta Airlines-მა. ავიაკომპანიის განცხადებით, ფრენების გადადების მიზეზი ამ შემთხვევაშიც თანამშრომლების ომიკრონით ინფიცირება გახდა.

გარდა აღნიშნული ავიაკომპანიებისა, 50-მდე ფრენის გააუქმა მოუწია JetBlue-ს, ხოლო 17-მდე რეისის Alaska Airlines-ს.