მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უორენ ბაფეტისთვის 2019 ბოლო ათწლეულში ყველაზე ცუდი წელი აღმოჩნდა

5e15eb6c9f30b
ნათია თაქთაქიშვილი
08.01.20 19:20
888
მიუხედავად იმისა, რომ უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ის აქციების ღირებულება 11%-ით გაიზარდა, 2019 წელი კომპანიისთვის ყველაზე ცუდი წელი აღმოჩნდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ინვესტორებში დაბენულობას იწვევს ის ფაქტი, რომ უორენ ბაფეტი არ ხარჯავს თანხებს, მაშინ როცა მის განკარგულებაში 128 მილიარდი აშშ დოლარის ნაღდი ფულის სახსრებია.

აღსანიშნავია, რომ უორენ ბაფეტმა Tiffany & Co.-ს შეძენაზეც თავი შეიკავა. სახელგანთქმულმა ამერიკულმა საიუველირო კომპანიამ ბაფეტს შეთავაზება 2019 წლის ბოლოსთვის გაუკეთა. მოგვიანებით კი, LVMH-მა 16.2 მილიარდ აშშ დოლარად შეისყიდა Tiffany & Co.