მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15:00 საათისთვის უბნების 97.09% დათვლილია - როგორია პარტიების რეიტინგი

5f9e98902a70a
თელარა გელანტია
01.11.20 15:13
3120
15:00 საათისთვის ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის სულ 3847 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3735 უბნის ოქმები, რაც უბნების 97.09%-ია.

უკვე დათვლილი ხმების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში პარტიების შედეგები ასე ნაწილდება:

„ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველო“ - 48.05%

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია” – 27.07%

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3.79%

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 3.18%

„სტრატეგია აღმაშენებელი” – 3.15%

„ლელო - 3.17%

„გირჩი“ – 2.92%

„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 1.34%

საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 1%

დავით ჭიჭინაძე - "ტრიბუნა - ქდმ" 0.53%

ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა - 0.85%.