მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FED-მა მონეტარული პოლიტიკა ნახევარი პროცენტული პუნქტით გაამკაცრა

6272c9bf9c517
თამთა ჯიჯავაძე
04.05.22 22:43
1105
FED-მა მონეტარული პოლიტიკა ნახევარი პროცენტული პუნქტით გაამკაცრა. Bloomberg-ის ცნობით, ეს ამერიკის ფედერალური სარეზერვო სამსახურის მიერ საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი ზრდაა 2000 წლის შემდეგ.

ცნობისთვის, აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა, ანუ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (FED) მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მარტში დაიწყო, როდესაც საბაზო საპროცენტო განაკვეთი 0-0.25 პროცენტიდან 0.25-0.5 პროცენტამდე გაზარდა. შედეგად, საბაზო განაკვეთზე მიბმული კრედიტების მომსახურება და მთლიანად დოლარის საკრედიტო რესურსის ღირებულება გაძვირდა. მარტის გადაწყვეტილება 2018 წლის შემდგომ განაკვეთის ზრდის პირველი შემთხვევა იყო.

ბოლო პერიოდში მონეტარული პოლიტიკის აგრესიულად გამკაცრების მიზანს ინფლაციასთან გამკლავება წარმოადგენს.