ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაციის დონე 3.7%-იან ნიშნულამდე გაიზარდა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტული პუნქტით მეტია და ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე უარეს შედეგს წარმოადგენს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც სურსათისა და ენერგორესურსების ხარჯებს არ ითვალისწინებს, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 4.3%-მდეა შემცირებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ეკონომიკის ძირითად სექტორებში ნელდება.